ვიდეო: "მრავალმხრივ ნიჭიერი, ჩვენი სიამაყე" - ნანუკა სტამბოლიშვილის შთამბეჭდავი შესრულება ფორტეპიანოზე თურქ მსახიობთან ერთად - Marao

ვიდეო: "მრავალმხრივ ნიჭიერი, ჩვენი სიამაყე" - ნანუკა სტამბოლიშვილის შთამბეჭდავი შესრულება ფორტეპიანოზე თურქ მსახიობთან ერთად

2023-08-04 10:03:30+04:00

ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. ნანუკა სოციალური ქსელების თურქულ, ასევე, ქართულ სივრცეში ახალი ვარსკვლავია, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ.

სერიალი უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ-ერთ ქართულ არხზე გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელად წასვლის შემდეგ მისი როლი ნანამ დაიკავა.

ამჯერად ნანა "ინსტაგრამზე" ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრას კოლეგისგან, თურქი მსახიობისგან სწავლობს: