გივიკო ბარათაშვილი ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავია, რომელიც წლებია, ქართულ თეატრში საინტერესო პერსონაჟებს ქმნის და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. თუმცა ახლახან ახალ ქართულ სერიალში, "ცვალებად ნიშნებში", შესრულებულმა ბასას როლმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა.

გივიკო ბარათაშვილი 30 წლისაა, 1993 წლის 10 იანვარს დაიბადა მსახიობების ოჯახში. გივიკოს მამა არჩილ ბარათაშვილიც და დედა - ხათუნა ბერძენიშვილი, თეატრის მსახიობები არიან.
გივიკოს დედას ბევრი იცნობს ასევე სალომე ზურაბიშვილის პაროდიული როლით "ნიკა არაბიძის შოუში".

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახში გაიზარდა, ერთ-ერთ ინტერვიუში გივიკომ აღნიშნა, რომ თავად სულაც არ უნდოდა მსახიობობა, არც თეატრში სიარული უყვარდა. დიდხანს ფიქრობდა ფეხბურთელობაზე და მხოლოდ სიზარმაცის გამო დაანება თავი, რასაც დღემდე ნანობს. "ჩემმა შიშებმა და სიზარმაცემ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დამაკარგვინა ცხოვრებაში" - ამბობდა ის...გაგრძელება
