ჯესიკა ალბადან კენდალ ჯენერამდე, ქეით მოსიდან ჰეილი ბიბერამდე... ვარსკვლავების 4 ყველაზე ეფექტური სილამაზის საიდუმლო, რომელიც შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ სახლში.
ჯესიკა ალბა
ამერიკელი ულამაზესი მსახიობი ჯესიკა ალბა იყენებს სახლში დამზადებულ ბუნებრივ პილინგს გლუვი და ბზინვარე კანისთვუს. ეს სასწაულებრივი პილინგი, რომელიც შედგება მხოლოდ სამი ინგრედიენტის ნარევისგან, შეიცავს ზეითუნის ზეთს, რამდენიმე წვეთ ვანილის ექსტრაქტს და 2 კოვზ ლერწმის შაქარს. ეს პილინგი შეგიძლიათ გამოიყენოთ შხაპის მიღების დროს.
ქეით მოსი
სუპერმოდელი, კიტრის ნაჭრებს ყინულიან წყალში ასველებს თვალების ქვეშ მუქი წრეების შესამცირებლად და სახეზე დაღლილი იერის მოსაშორებლად იყენებს.
კენდალ ჯენერი
27 წლის სუპერმოდელი ამბობს, რომ მისი ლამაზი თმის საიდუმლო სახლში დამზადებული თმის ნიღაბია. თმის ნიღაბი, რომელიც მან შექმნა 1 ავოკადოს, 1 ბანანის და 2 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთის გამოყენებით, თმაზე 30 წუთის განმავლობაში რჩება.
ჰეილი ბიბერი
ჰეილი ბიბერი გვიზიარებს ნიღბის რეცეპტს, რომელიც ადვილად შეიძლება გამოიყენოთ დიდი ფორების წინააღმდეგ, რაც ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტიპის ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემაა. 1 კვერცხისა და 1 ჩაის კოვზი თაფლის შერევით შექმნილი ნიღბის წასმის შემდეგ, ბიბერი ამბობს, რომ ეს ბუნებრივი რეცეპტი არა მხოლოდ ამკვრივებს ფორებს, არამედ ბზინვარებას ანიჭებს დაღლილ კანს.