ოთარ ჯორჯიკიასა და მარიამ ნაჭყებიას წყვილი ფართო საზოგადოებამ პროექტ "მიმღერედან" გაიცნო. მათი გამორჩეული შესრულება და უნიკალური ხმა მსმენელისთვის მართლაც დაუვიწყარია. ოთარისა და მარიამის სიყვარულის ისტორია 15 წელს ითვლის და ისინი სამი შვილის მშობლები არიან:
"ჩვენი ისტორია კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ ნიჭიერთა ათწლედში იწყება. მარიამის მამა – ნუკრი ნაჭყებია, გახლდათ ოპერის მომღერალი და შემდეგში ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. იმ დროს ის იყო მუსიკალური სკოლის ვოკალური განყოფილების გამგე. მოვხვდი ამ სკოლაში და მე და მარიამმა ერთმანეთი გავიცანით. თავიდან ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. შემდეგ იყო ვენა და იქიდან რომ ჩამოვედი, ისევ ჩავაბარე მუსიკალურში, მაშინ ასე იყო საჭირო და განგების ნებით, მარიამი შემიყვარდა. დროთა განმავლობაში მასაც გაუჩნდა გრძნობები ჩემ მიმართ და დღეს ოჯახი გვაქვს" - ამბობდა ოთარ ჯორჯიკია.
ისინი ურთიერთობისა და სიყვარულის 15 წელს აღნიშნავენ: „პირველი 15 წელი ერთად…“ - წერს ცნობილი ტენორი სოციალურ ქსელში.