„დადუმებული და დამუნჯებული ვარ. მაგრამ გამახსენდა უმძიმესი 90-ანები, გაჭირვებით და სიმძიმეებით სავსე. და ყოველწლიური ტელემარათონები, რომლებსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვმართავდით და შემოსული თანხით მიზნობრივად ვეხმარებოდით ადამიანებს.
8 მარათონი გავმართეთ, ვფიქრობ, მე-9 მარათონის დროა, სასწრაფოდ, ჩემი რაჭის, ამ მართლა საოცარი კუთხის დასახმარებლად. დღეს ყველა, ვისაც რით შეგვიძლია, მხარში უნდა ამოვუდგეთ ამ ჯოჯოხეთად ქცეულ სამოთხეს“, – წერს ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში რა შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
ტრაგედია რაჭაში, შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით შუადღის 3 საათზე დატრიალდა. მეწყერს ამ დროის მონაცემებით 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი ჯერ ისევ დაკარგულად ითვლება. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.