შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს, მსახიობ მერაბ ნინიძის ქალიშვილი – მარიამ ნინიძე სამ შვილთან და დედასთან ერთად შოვში იმყოფებოდა.
ამის შესახებ მარიამ ნინიძე სოციალურ ქსელში თავად წერს და შესაბამის სამაშველო სამსახურებს მადლობას უხდის:
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიჭებს და სასაზღვრო პოლიციას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ სრულიად სველები, ტალახიანები, ჩვენთან ტყე-ტყე გადმოსულები, შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ ღამე ტყეში, თავიანთი საკვები გაგვინაწილეს, სანამ ვერტფმფრენმა არ მოგვაკითხა.
გთხოვთ, დაუდასტურებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ, გადაამოწმეთ სანდო წყაროსთან. ვისაც თქვენი თვალით არ გინახავთ, იქ რა ხდება, შორიდან მარტივია ლაპარაკი“, – წერს მარიამ ნინიძე სოციალურ ქსელში.