თითოეული ჩვენგანი ადრე თუ გვიან იღებს იმას, რასაც იმსახურებს. ვიღაც კარგი საქმით გამოირჩეოდა,ზოგი კი - პირიქით. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ყველაფერი ჩვენს კარმაზე მოქმედებს.
კარმა არის ცენტრალური კონცეფცია ინდუიზმისა და ბუდიზმის ფილოსოფიაში. თავად ტერმინი ნიშნავს მოქმედებას და შრომას, როგორც მორალურ, ისე ფიზიკურს. მოქმედებები, რომლებიც გავლენას ახდენენ კარმაზე, ასევე მოიცავს ჩვენს სიტყვებს, აზრებს და სურვილებს.

ბუდისტებს უხსოვარი დროიდან სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომლებსაც ადამიანი ასრულებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, გავლენას ახდენს სამ დონეზე - სხეულზე, გონებასა და ენერგიაზე. საინტერესოა, რომ ყოველი (თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო) მოქმედება გავლენას ახდენს მთელ ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე და აყალიბებს ადამიანის კარმას.
კარმის პრევენცია
• არასოდეს იძიოთ შური, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ასეთ პასუხისმგებლობას. ის, ვინც დაგიშავა, დაისჯება.
• შეეცადეთ ნაკლებად მოიტყუოთ. ნუ გააკეთებთ იმას, რაზეც ღიად ვერ ისაუბრებთ.
• იყავი მომთმენი. ის, რასაც იმსახურებ, სწორ დროს იპოვის გზას შენამდე.
• გამოდით მსხვერპლის როლიდან. ნუ გადაიტანთ პასუხისმგებლობას თქვენს ქმედებებზე და იმაზე, რაც თქვენ გემართებათ სხვა ადამიანებზე.
• იყავით მადლიერი ყველაფრისთვის, რაც თქვენს თავს ხდება. მიიღეთ ჩვევა, რომ მადლობა გადაუხადოთ სამყაროს როგორც წარმატებისთვის, ასევე წარუმატებლობისთვის.
