თითოეული ჩვენგანი განსხვავებულად რეაგირებს კრიტიკაზე. ვიღაც მშვიდად უსმენს მას, აღიქვამს, როგორც რჩევას; სხვისთვის კი კრიტიკა დარტყმად იქცევა.
თუმცა კრიტიკა განსხვავებულია და შენთვის ნათქვამი ყოველი შენიშვნა არ იმსახურებს ასეთ ყურადღებას.
კრიტიკის სახეები
კონსტრუქტიული კრიტიკა. ამ ტიპის კრიტიკა მიზნად ისახავს გაჩვენოთ სისუსტეები, გააძლიეროს თქვენი პოზიციები და ადამიანური თვისებები. როგორც წესი, კონსტრუქციული კრიტიკა აღიქმება მშვიდად, რადგან ის უფრო რჩევას, ზრუნვას ჰგავს. ასეთ კრიტიკას არ უნდა ვებრძოლოთ, ის მთელი გულით უნდა მივიღოთ, დავაფასოთ და მადლობა გადავუხადოთ.
კრიტიკა, როგორც კომუნიკაციის სტილი. ეს ჯანსაღი კრიტიკულობა თანდაყოლილია მეცნიერებისთვის, ექსპერიმენტატორებისთვის, მკვლევარებისთვის. ისინი თავად ცინიკოსები არიან და ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ყველაფერს. სწორედ ამას ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერება. ამ ტიპის კრიტიკა მოდის ცნობისმოყვარეობიდან.
როგორ გავუმკლავდეთ მათ?
- განსაზღვრეთ კრიტიკის ტიპი, მკაფიოდ გამოყავით ნეგატიური პოზიტიურისაგან;
- როდესაც ჩნდება უკმაყოფილების გაჩენის შინაგანი იმპულსი, დააფიქსირეთ მდგომარეობა "მე განაწყენებული ვარ". ემოციური რეაქცია აბსოლუტურად ნორმალურია;
- ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ და დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანი საკითხის მოგვარებაა და არა წყენის მდგომარეობაში ცხოვრება.