მერილ სტრიპი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი მსახიობია. მსახიობი "ოსკარზე" 21-ჯერ იყო ნომინირებული, რაც დაჯილდოების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
კარიერის დასაწყისში სტრიპი პატარ-პატარა როლებს იღებდა, ხოლო რეჟისორები მას გარეგნობის გამო იწუნებდნენ. როდესაც პროდიუსერ დინო დე ლაურენტისის შვილმა მერილი კასტინგზე მიიყვანა ფილმისთვის "კინგ კონგი", მამამ ბრაზი ვერ დამალა: "რატომ მოიყვანე ეს ღორი აქ?" დინო იტალიურად საუბრობდა იმ იმედით, რომ მერილი მის ნათქვამს ვერ გაიგებდა, მაგრამ საპასუხოდ იმავე ენაზე გაიგონა: „ბოდიში, რომ იმედები გაგიცრუეთ“. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მერილ სტრიპი მალე ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი გახდებოდა.
შეუძლებელია მის ფილმოგრაფიაში საუკეთესო ფილმი იპოვო, რადგან ყველა მათგანი ერთმანეთზე უკეთესია. მაგრამ სტატიაში მაინც შევეცდებით მერილ სტრიპის 5 საუკეთესო ფილმი წარმოგიდგინოთ:
კრამერი კრამერის წინააღმდეგ

სოფის არჩევანი

ეშმაკი ატარებს პრადას

ადაპტაცია

მედისონის ოლქის ხიდები
