"მერიდება, ჩემი სიხარული გამოვხატო... დიახ, გადავედი TOP 15-ში" - ნინი შერმადინი - Marao

"მერიდება, ჩემი სიხარული გამოვხატო... დიახ, გადავედი TOP 15-ში" - ნინი შერმადინი

2023-08-08 10:16:59+04:00

მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა ის მონაწილეობას არაერთ პოპულარულ მუსიკალურ შოუში იღებდა. მას შემდეგ ნინის კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ნინი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და, პარალელურად, მუსიკისთვისაც ხშირად იცლის. ამჯერად ნინი საკუთარი წარმატების შესახებ წერს: 

„მერიდება, ჩემი სიხარული გამოვხატო, იმის ფონზე, რაც რაჭაში ხდება. უბრალოდ ვიცი, ბევრი ელოდებოდით სიახლეს, გადავედი თუ არა ტოპ 15-ში. დიახ, გადავედი. მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წყალობით! მიყვარხართ და არ ვიცი, რა სიტყვებით გამოვხატო თქვენდამი მადლიერება. ხმის მიცემა გრძელდება ტოპ 10-ის გამოსავლენად 7 დღის განმავლობაში“,- წერს ნინი შერმადინი.

მომღერალმა რაჭაში განვითარებული მოვლენების შესახებაც გამოთქვა წუხილი:

"რაჭველებო, თქვენ გენაცვალეთ მე მაგ დიდ და კეთილ გულში! ძალიან დიდი ბოდიში, რომ მეც კლავიატურაზე ვაკაკუნებ და არ ვარ თვენთან ერთად ტალახში ამოსვრილი... მაპატიეთ, თქვენთან ერთად რომ არ ვარ და შორიდან ვგლოვობ სრულიად საქართველოს უმძიმეს ტრაგედიას... ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ამინ! გავსკდი ტირილით, აღარ შემიძლია..." - წერს ნინი შერმადინი.