ადამიანი ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად იღებს, მაგრამ თუ რა უნდა ერქვას, ამას ახალშობილს, ცხადია, არავინ ეკითხება. მშობლებისა თუ სხვა ახლობლების მიერ შერჩეული სახელი მთელი სიცოცხლის მანძილზე ხდება ჩვენი იდენტობისა და პიროვნების ნაწილი, რომელსაც ვეგუებით, ვიხდენთ და თუ ვერ ვიხდენთ, მაშინ ვიცვლით.
სოციალურ ქსელებში ადამიანები ხშირად განიხილავენ, რომელია ყველაზე უცნაური თუ ლამაზი სახელი და, როგორც წესი, არის რამდენიმე სახელი, რომლებიც ლიდერობას არასდროს თმობს. ქვემოთ ნახავთ გოგოსა და ბიჭის ყველაზე გავრცელებულ სახელებს ჩვენს ქვეყანაში:

ბიჭი
ლაშა - 25 541
ლევან - 27 674
საბა - 29 002
ზურაბ - 29 741
ირაკლი - 36 123
ნიკოლოზ - 39 311
ლუკა - 44 001
ალექსანდრე - 45 703
დავით(ი) - 94 096
გიორგი - 193 367
გოგო
ქეთევან - 32 385
მანანა - 33 109
ნათია - 38 367
ელენე - 38 866
ნანა - 42 326
მაია - 47 026
ანა - 49 529
თამარ(ი) - 77 454
ნინო - 115 743
მარიამ(ი) - 118 347