დააკვირდით თქვენს თვალებს - დაავადებები, რომელთა პირველი სიმპტომები თვალებზე ვლინდება - Marao

დააკვირდით თქვენს თვალებს - დაავადებები, რომელთა პირველი სიმპტომები თვალებზე ვლინდება

2023-08-08 17:41:47+04:00

ძალიან ხშირად, მცირე დაზიანებები და თვალების სიწითლე შეიძლება არა მხოლოდ თქვენს უკიდურეს დაღლილობაზე ან სტრესზე მიანიშნებდეს, არამედ უფრო სერიოზულ დაავადებებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ ვლინდება. 

სისხლჩაქცევა

ძალიან ხშირად სისხლჩაქცევები, წვრილი სისხლძარღვების დაზიანება და თვალის მიკროანევრიზმები შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის შედეგი. ამიტომ, ნუ გადადებთ ენდოკრინოლოგთან მისვლას და ანალიზების ჩატარებას. 

შეშუპება

ბადურის შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს არტერიულ წნევაზე. 

სიწითლე

თვალების წითელი ფერი ალერგიაზე ან ორგანიზმში ანთებით პროცესზე მიანიშნებს. 

პიგმენტაცია

ყვითელი ლაქები ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემების უდავო ნიშანია. ასეთი პათოლოგია ასევე შეიძლება მიუთითებდეს სიყვითლეზე ან ჰეპატიტზე. 

მხედველობის დაქვეითება

ზოგჯერ მხედველობის მკვეთრი გაუარესება შეიძლება მიანიშნებდეს ისეთ საშიშ დაავადებაზე, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, ინსულტი ან ტვინის სიმსივნეც კი. ოფთალმოლოგთან დროული ვიზიტი ხელს შეუწყობს მიზეზების დადგენას.