შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
უმძიმეს ტრაგედიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 5 წლის მაშოსა და მისი ბიძის, დავით ჯელაძის ამბავი მთელმა საქართველომ მოისმინა.
დავითი შოვის ამბების შემდეგ მაშოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
