2023 წლის დასაწყისში სკანდალური მემუარების გამოსვლის შემდეგ, ჰარი და მეგანი კიდევ ერთ სკანდალში აღმოჩნდნენ. სასექსის ჰერცოგის წიგნმა და მეუღლეების სკანდალურმა პროექტმა მხოლოდ გააძლიერა კონფლიქტი სამეფო ოჯახთან.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბუკინგემის სასახლემ ჰარისა და მეგანის ვებგვერდიდან „მისი სამეფო უდიდებულესობის“ ტიტული წაშალა.

ეს მოვლენები შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წყვილმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა. მეგანსა და ჰარის სურთ მიიღონ გვარი სპენსერი, რომელსაც ჰარის გარდაცვლილი დედა, პრინცესა დიანა ატარებდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში მეგან მარკლმა და ჰარიმ სამეფო ოჯახის დატოვება გადაწყვიტეს. ურთიერთობა საბოლოოდ ოპრა უინფრისთან ინტერვიუს შემდეგ გაუარესდა.
ყოველთვიურად სამეფო კრიტიკოსები სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ მეგანსა და ჰარის უკან დასახევი გზა არ აქვთ - ისინი ნათესავებთან ყოფილ ურთიერთობას ვეღარ დააბრუნებენ.