მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს ფოტოებს ხშირად უზიარებს. იგი საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. ნანუკასა და მის მეუღლეს, კახაბერ კაშიას, სულ ცოტა ხნის წინ გოგონა შეეძინათ.
ამჯერად ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში მამის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„დღეს 4 წელი გავიდა, რაც შენ აღარ გვყავხარ, ხელმწიფევ… ის შენი ტკივილი და ტანჯვა შენი კარგად ყოფნის პერიოდს მავიწყებს, შენი ბოლო დღეების გახსენება კიდევ სულ დაბლოკილი მაქვს, ანუ მუდმივად ვებრძვი შენზე ფიქრს…
ცარიელი ვარ, მამა მინდა! მინდა, ნინას იცნობდე, მინდა, ჩემს მეორე შვილს ბედნიერი ელოდებოდე… მინდა, ყველა ერთად ვიყოთ ჩვენს დიდ სახლში, მინდა ისევ ჩვენი მხიარული ხმაური იკლებდეს უბანს…
მიყვარხარ, მამა! ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი მაინც შენი სიყვარულია… და მაინც, მიუხედავად ამ სიცარიელის და გაუსაძლისი ტკივილის, არც ერთმა მშობელმა შვილის გარდაცვალება არ უნდა ნახოს… ყველა მშობელს უნდა ჰყავდეს შვილი ჯანმრთელი!“ – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.