თანამედროვე კინო ძნელი წარმოსადგენია სპეციალური ეფექტების გამოყენების გარეშე, ისევე, როგორც ფოტოები სოციალურ ქსელებში ფილტრების გარეშე. თუმცა „ბარბის“ შემქმნელები ცდილობდნენ, ფილმში რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი დეტალი შეეტანათ. სწორედ ამიტომ გამოიყენეს ვარდისფერი საღებავი დეკორაციის მომზადებაში, მსახიობები კი ცდილობდნენ, შეჰგუებოდნენ პლასტმასის თოჯინების იმიჯს - და გამხდარიყვნენ ისეთივე სრულყოფილები რეალურ ცხოვრებაში.
სპეციალურად ამისთვის, სტილისტებისა და ვიზაჟისტების გარდა, გადასაღებ მოედანზე მუშაობდა სპეციალისტი - კანის ექსპერტი იასმინა ვიკო. დერმატოლოგმა არა მხოლოდ შეიმუშავა კანის მოვლის სპეციფიკური პროტოკოლები თითოეული მსახიობისთვის, არამედ მარგო რობის რძიანი ეკლის გამწმენდი ჩაის დალევას ურჩევდა.

„ფილმებში ყველაფერი სინათლეს უკავშირდება. სწორედ მაშინ გავიფიქრე: კარგი, ღვიძლზე ვიმუშაოთ! აუცილებელია ნერვული სისტემის დამშვიდება და კანის ბზინვარება.
რძიანა ასუფთავებს ღვიძლს. ამის გამო ღვიძლი ავტომატურად გამოიმუშავებს მეტ გლუტათიონს, რაც კანს ბზინვარებას ანიჭებს.” - ამბობს იასმინა.
დერმატოლოგის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუშაობის გარეშე კანის თანაბარი ელფერი ვერ მიიღწევა. სწორედ ამიტომ, თავის საქმიანობაში იგი დიდ ყურადღებას უთმობს ღვიძლისა და ნაწლავების მოვლას და თავის კლიენტებს უნიშნავს არა მხოლოდ მცენარეულ ჩაის, არამედ ფერმენტირებულ რძის პროდუქტებს და თხის რძეს.