შეისწავლა პროგრამირება, ფემინიზმის თეორიები, ჰარვარდის ბიზნესსკოლაში კურსები გაიარა, ჩაერთო საქველმოქმედო საქმიანობასა და ქალთა უფლებების დაცვაში - როგორ გადაიქცა მოდელი კარლი კლოსი ადამიანებისათვის მოტივაციად და დაამსხვრია სტერეოტიპები - Marao

შეისწავლა პროგრამირება, ფემინიზმის თეორიები, ჰარვარდის ბიზნესსკოლაში კურსები გაიარა, ჩაერთო საქველმოქმედო საქმიანობასა და ქალთა უფლებების დაცვაში - როგორ გადაიქცა მოდელი კარლი კლოსი ადამიანებისათვის მოტივაციად და დაამსხვრია სტერეოტიპები

2023-08-14 12:02:14+04:00

კარლი კლოსი უკვე 15 წელია, სამოდელო ბიზნესშია. კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო. გოგონა Elite Model Management-ის აგეტმა ერთ-ერთ შოუზე შენიშნა და მაშინვე თანამშრომლობა შესთავაზა. 2 წლის შემდეგ კი კლოსის დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შედგა, სადაც Calvin Klein-ის კოლექციას წარადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ კარლი კლოსის ცხოვრებაში წარმატება ადრეული ასაკიდანვე მოვიდა, უამრავი გადაღება, საკმაოდ სერიოზული ჰონორარები და კონტრაქტები ჰქონდა, გოგონას სწავლა არასოდეს დაუვიწყებია და სულ ახსოვდა, რომ კარგი განათლება ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იყო.

2014 წელს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შემდეგ, მოდელი დასასვენებლად არ წასულა, არამედ გადაწყვიტა, კომპიუტერული მეცნიერებები შეესწავლა და ახალი ცოდნა მიეღო.

"აკადემიური ხარისხის მიღება არ მეჩქარება. შემოდგომაზე ლექციები მეწყება. ამ მომენტში არ ვაპირებ, პროგრამისტი გავხდე, მაგრამ ძალიან მაინტერესებს კოდირების სისტემა და ის, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი", - განმარტა მოდელმა.

 2015 წელს კლოსი შევიდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გალატინის სკოლაში ფემინიზმის თეორიის შესასწავლად, იმავე წელს კი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში კურსების გავლა დაიწყო.

წაიკითხეთ სრულად