ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ნუცა შანშიაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის მეგობრებსა და გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებს, წერს და აქვეყნებს ვიდეომიმართვებს და საპასუხოდ უამრავ კომენტარსა და დადებით შეფასებას იღებს.
ამჯერად ის თავის ერთგულ მსმენელს მთავარ საიდუმლოს უმხელს:
"თუ გინდა წყნარი, წარმატებული ცხოვრება, უნდა წახვიდე დათმობაზე, რაც უნდა ხდებოდეს, საბოლოოდ იგებს მაინც გონიერი ადამიანი!
სულელი ნერვიულობს, ქაქანებს, გაწუხებს, გეჩხუბება. უზნეო და უტიფარი ჭორაობს, საქმეს გიფუჭებს, ზურგს უკან თაღლითობს. არაადეკვატური უბრალოდ აფრენს და ცდილობს, დაგიმტკიცოს, რომ მისი გაფრენა რეალურია. მოკლედ, როგორსაც არ უნდა გადაეყაროთ, ეცადეთ, თუ გაცლა არ გამოგდით, უბრალოდ წახვიდეთ დათმობაზე, გაუღიმოთ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ! არ ჩაებათ პოლემიკაში და ნეგატიური სიტუაციების გარკვევაში.
რჩევა
რაც უფრო დაკავებული ხარ საკუთარი მეს განხილვით, ფიქრით სამყაროზე და საკუთარ სულზე, რაც უფრო მეტს კითხულობ საჭირო ლიტერატურას, ვითარდები, მეცნიერული თვალსაზრისით, აღვივებ საკუთარ თავში ინტელექტს, დიდსულოვნებას, სიხარულს, იმედს და რწმენას, მით უფრო გარე სამყაროს მღელვარება იწევს შენი ტვინის შეფარებით ოქროს კვეთის ბალანსზე.
ნათქვამია
ადამიანი რაც უფრო მეტს შეიცნობს, მით უფრო მეტი სევდა ემატებაო!
ადამიანი, რომელიც დატვირთულია უამრავი ცოდნით და დიდი შინაგანი ძალით, ის ცდილობს შეუნდოს და დათმობაზე წავიდეს ყველასთან!
ომი თავიდანვე მოგონილია მათთვის, ვინც ტვინით ჩლუნგია! გონიერი ადამიანისათვის არის სხვა გზა, გზა განვითარებისაკენ, სწავლისა და შემეცნებისაკენ. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენს სიმშვიდეს რომ არ შეუშალონ ხელი აგრესიულმა ადამიანებმა, თქვენ მათ უნდა დაუთმოთ, გაუღიმოთ და გაეცალოთ ისეთი სისწრაფით, რომ თვითონ ვერც კი მოასწრონ გააზრება, რატომ და რისთვის!
დრო ითვლის!
ნუ დახარჯავ შენს ძვირფას წუთებს ომსა და დავიდარაბაზე! გამოიყენე ყოველი სეკუნდი საკუთარი თავის განვითარებისათვის! შენ ხარ საგანძური, რომელმაც უნდა მოასწროს გახსნა და გაბრწყინება აქ, ამ დედამიწაზე!
ღმერთის შვილები ვართ ჩვენ და არა მონები, ამიტომ როგორც ყველაზე მოსიყვარულე მშობელს, ჩვენ მას ვჭირდებით ძლიერი, მშვენიერი და განვითარებულები!” - წერს ნუცა შანშიაშვილი.