"ფიზიკური სილამაზე მშვენიერია, მაგრამ ეფემერული", - თქვა ერთხელ მადონამ, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღიარებდნენ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად. წლები მაინც ტოვებს კვალს პოპ-დივას გარეგნობაზე, თუმცა ის სასოწარკვეთილად ეწინააღმდეგება ამას.
16 აგვისტოს სცენის დედოფალი 65 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფოტოებში, რომლებსაც ვარსკვლავი ინტერნეტში აზიარებს, ის დიდი ხანია თავის თავს არ ჰგავს. მომღერლის ზოგიერთი თაყვანისმცემელი ამტკიცებს, რომ ასეთი მკვეთრი ცვლილებების მიზეზი Photoshop-ის ბოროტად გამოყენებაა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მომღერალი ძალიან დიდ დროს ატარებს კოსმეტოლოგის კაბინეტში, თავად მადონა კი უარყოფს, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.