ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის შვილი, 9 წლის ტატა, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონა 5 წლის წინ დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. მშობლები, მეგობრები და ახლობლები პატარა ტატას სოციალურ ქსელშიც იხსენებენ და მის ფოტოებს აქვეყნებენ:
„5 წელი გავიდა ამ ყველაზე უსამართლო დღიდან. დრო საერთოდ ვერაფერს კურნავს. სულ ჩემს გულში იქნები, ტატა, ჩემო ანგელოზო“, – წერს ირინა ონაშვილი.

