ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სპორტსმენი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე, "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძე შვილებთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობენ და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებენ. ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს 4 შვილი: დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ.
ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი “გოლდენ სტეიტის” რიგებში ორჯერ, 2017 და 2018 წლებში გახდა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა და კაპიტნობდა.
ამჯერად ზაზა შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - ამერიკაში არდადეგები დასრულდა და ბავშვები სკოლას უბრუნდებიან. "არ მჯერა, რომ უკვე ამხელა შვილი მყავს" - წერს ზაზას მეუღლე თიკა ალავიძე სოციალურ ქსელში.

