კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 27 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონის უნივერსიტეტში.
ანის ძალიან უყვარს მოგზაურობა და 30 ათასზე მეტ გამომწერს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს. ცოტა ხნის წინ ანი ფხაკაძე დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ამურ დე სედლერია. ანიმ მეუღლის გვარი მიიღო და წყვილი პირველ შვილსაც ელოდება.
რამდენიმე დღის წინ ანი 30 წლის გახდა, დაბადების დღე კი შვეიცარიაში, Gstaad Palace-ში ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა. გსტადის სასახლე გადაჰყურებს ულამაზეს ქალაქ გსტაადს და სტუმრებს შვეიცარიის ალპების ხედით ტკბობის საშუალებას აძლევს. სასახლე 1913 წელს აშენდა და მას შემდეგ არაერთხელ უმასპინძლა მაღალი დონის საერთაშორისო დელეგაციებს. მომსახურე პერსონალი, რომლის რაოდენობა 250-ზე მეტია, სტუმრებს 5 სხვადასხვა რესტორანში როგორც ტრადიციული შვეიცარული, ისე მსოფლიო გასტრონომიის ფართო ასორტიმენტით უმასპინძლდება. სასახლეში განთავსებულია 8 სამკურნალო ოთახი, მათ შორის, კერძო სპა ლუქსი, საუნები და ორთქლის აბაზანები, დასასვენებელი ადგილები ულამაზესი ხედებით, დახურული აუზი და გარე აუზი ჯაკუზით, სპორტული დარბაზი და ჩოგბურთის 4 ღია კორტი.