სემ ასგარი და ბრიტნი სპირსი ურთიერთობას ოფიციალურად წყვეტენ. ფიტნესის მწვრთნელმა განქორწინებაზე განაცხადი ოთხშაბათს შეიტანა. წყვილი 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2022 წლის ივნისში კი დაქორწინდნენ. ჭორები იმის შესახებ, რომ 29 წლის ასგარისა და 41 წლის სპირსს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, დიდი ხანია არსებობს. ოთხშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ სემი ბრიტნის ღალატში ადანაშაულებს.
როგორც ჩანს, წყვილს შორის დაძაბულობამ მოიმატა. როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, ბრიტნი და სემი განშორების პირას არიან. ცოტა ხნის წინ კი სემი საზოგადოებაში ქორწინების ბეჭდის გარეშე გამოჩნდა.