ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნატალი პორტმანი კინოინდუსტრიას ახალი როლით დაუბრუნდა - კანის კინოფესტივალზე მსახიობი ახალი ფილმის „მაისი, დეკემბერი“ პრემიერაზე გამოჩნდა. მაშინაც კი ბევრმა აღნიშნა, რომ ნატალი საფრანგეთში მარტო ჩავიდა: უცნაური იყო, რადგან მანამდე თითქმის ყველა პრემიერაზე ის ქმართან ერთად დადიოდა.

როგორც აღმოჩნდა, ბენჟამენ მილპიე, რომელთანაც ნატალის 13-წლიანი ქორწინება აკავშირებს, 25 წლის კამილ ეტიენთან ერთად პაემანზე იმყოფებოდა. გამოცემა PageSix-მა მათი ფოტოები გამოაქვეყნა.

„ნატალი წარმოუდგენლად გაწონასწორებულია და არ აპირებს თავისი პრობლემების რეკლამირებას. მისი მთავარი პრიორიტეტი ბავშვებისა და მათი კონფიდენციალურობის დაცვაა“ - აცხადებდა მსახიობთან დაახლოებული პირი.
წყვილმა ერთმანეთი პორტმანის ფილმის, „შავი გედის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო - მილპიე ამ დროს ნატალის ქორეოგრაფად მუშაობდა. 2011 წელს პირველი შვილი, ალეფი შეეძინათ, 2017 წელს კი მათი ქალიშვილი - ამალია დაიბადა.

"არაფერია ჩემს პირად ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვანი, - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში, - ეს არის ის, რაც პირველ რიგში მაინტერესებს, ყველაფერი დანარჩენი პრაქტიკულად ზედაპირულია.”
წყვილთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ნატალიმ ქმრის რომანის შესახებ გაიგო, ქორწინების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ამჯერად ერთად არ არიან.