მომღერალი ბარბარა სამხარაძე ფართო საზოგადოებამ 2016 წელს პოპულარული შოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან ხალხის სიყვარული განსხვავებული ხმის ტემბრითა და სტილით მალევე მოიპოვა და შოუში გამარჯვებაც მოახერხა. ამჯერად ბარბარა "რუსთავი 2"-ის ეთერში საკუთარ ბავშვობაზე საუბრობს.
"მახსოვს, ე.წ. ქალების ბირჟაზე გავდიოდი - ის იყო ჩემი პირველი მსმენელთა აუდიტორია. სოფელს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს. რაც უნდა დიდ წარმატებას მივაღწიო, როცა სოფელში მივდივარ, ყოველთვის იქ ვბრუნდები, საიდანაც დავიწყე. პატარა ბარბარას ვეტყოდი, რომ მოცემული სიტუაციით არასდროს განსაზღვროს თავისი მომავალი და არც არავის უსმინოს" - ამბობს ბარბარა სამხარაძე.