ქართველი ვუნდერკინდი, კომპოზიტორი ცოტნე ზედგენიძე, უკვე არაერთი წელია ვირტუოზულად ასრულებს კლასიკოსი კომპოზიტორების ურთულეს ნაწარმოებებს.
ცოტნე ზედგენიძე 4 წლის იყო, როდესაც ფორტეპიანოზე სერიოზული ნაწარმოებების შესრულება დაიწყო. მოგვიანებით კი პატარა ვირტუოზი ნიკოლოზ რაჭველთან ერთად რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზეც დადგა. მას შემდეგ ცოტნემ არაერთ საერთაშორისო კონკურსზე, მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ დარბაზში დაუკრა.
„დღეს ჩემი ყველაზე გენიალური მეგობარი 14 წლის გახდა! ბედნიერი ვარ, რომ მყავს მე, გვყავს ჩვენ, მთელ საქართველოს და ჰყავს პლანეტას, როგორც უმაღლესი ნიჭიერების სიმბოლო!
HAPPY BIRTHDAY, ცოტნე.
P.s. ახლაც უმნიშვნელოვანეს ფესტივალზეა გერმანიაში, შლოს ელმაუში, მსოფლიოს წამყვან მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადღების ეპიცენტრში და დღეს იქვე საზეიმო ვახშმით აღნიშნავენ მის დაბადების დღეს“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.