თაკო ჩხეიძე ქართველი მოდელი და დიზაინერია, რომელიც ასპარეზზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და ხალხის გული მალევე მოიგო. თაკო განსაკუთრებით აქტიური „ინსტაგრამის“ ანგარიშზეა, სადაც მოგზაურობის ულამაზეს კადრებსა თუ თავის მოვლის ხრიკებს ხშირად გვიზიარებს.
ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს თაკო ჩხეიძის სტილი, რომელიც სისადავითა და მინიმალიზმით ხასიათდება. თაკო უპირატესობას სადა ქსოვილებსა და ნაკლებად მკვეთრ ფერებს ანიჭებს. მისი სამოსი კი ყოველთვის სტილსა და გემოვნებას უსვამს ხაზს.
ამჯერად თაკო გამომწერებს თავის მოვლის საშუალებებს უზიარებს და კანის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევს: "ეს ტანის საცხი ჩემი ფავორიტია ამ სეზონზე. ვერბენას სურნელით საოცრად ატენიანებს კანს და, რაც მთავარია, მზისგან დამცავ ფილტრებს შეიცავს" - წერს ის.
"ბევრი ანტიცელულიტური პროცედურა გამიკეთებია. თამამად შემიძლია გირჩიოთ ენდოსფეროს პროცედურა, რომელიც ჩემი ფავორიტია. გარდა იმისა, რომ საოცრად უწყობს ხელს სხეულის კორექციას, ცხიმის დაწვას, ცელულიტის გაქრობას, გარშემოწერილობის შემცირებას, ძალიან სასარგებლოცაა სისხლძარღვებისთვის" - ამბობს თაკო ჩხეიძე.