88 წლის იტალიელი მსახიობი სოფია ლორენი ნამდვილი ლეგენდაა. როგორც ერთზე მეტი თაობის სექს-სიმბოლო, მას თავად აქვს ძალიან ფილოსოფიური დამოკიდებულება სილამაზის მიმართ.
სოფია ლორენმა აღიარა, რომ ასაკი არ აწუხებს - ალბათ საიდუმლო იმაშია, რომ მსახიობი არ არის შეპყრობილი მარადიული ახალგაზრდობის შენარჩუნებით და სარკეში ჩახედვისას გარეგანი სილამაზის დადასტურებას არ ეძებს.
„როდესაც სარკეში ვიყურები, ჩემი თავით ბედნიერი ვარ. არ მაინტერესებს გარეგნულად ამდენად კარგად გამოვიყურები. არა! მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვგრძნობ თავს შინაგანად, როგორი ბედნიერი ვარ.“
კინოვარსკვლავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი აქვს: „ისიამოვნე წვრილმანებით და განდევნე ნეგატივი“.
ლორენის თქმით, შინაგანად ბედნიერ ადამიანებს გარეგნობაში არაფრის შეცვლა არ სურთ.
„რატომ უნდა შეცვალო შენი სხეული, თუ შინაგანად ბედნიერი ხარ? არასოდეს მიფიქრია ამაზე - არასოდეს! კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. მე მომწონს ჩემი თავი!“