მუროს და მანოს ,,ცეკვით შესრულებული სიყვარული “ - "სუხიშვილების" სოლისტის, მურო გაგოშიძისა და მისი მეუღლის, მანო მიქაძის შთამბეჭდავი ცეკვა საკუთარ ქორწილში - Marao

მუროს და მანოს ,,ცეკვით შესრულებული სიყვარული “ - "სუხიშვილების" სოლისტის, მურო გაგოშიძისა და მისი მეუღლის, მანო მიქაძის შთამბეჭდავი ცეკვა საკუთარ ქორწილში

2023-08-21 10:04:16+04:00

ქართული ეროვნული ბალეტის, "სუხიშვილების" სოლისტს, მოცეკვავე მურო გაგოშიძეს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მის მიერ შესრულებული ცეკვა ყოველთვის ემოციურობით გამოირჩევა და ნამდვილ დღესასწაულს ჰგავს. მურო გაგოშიძე უკვე არაერთი წელია, რაც "სუხიშვილებში" ცეკვავს და ამ წლების მანძილზე შეძლო, შეექმნა ინდივიდუალიზმითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ნომრები.

სოციალურ ქსელში, გარდა მურო გაგოშიძის მიერ შესრულებული ნომრებისა, ყურადღებას მისი და მისი რჩეულის, მანო მიქაძის ფოტოებიც იქცეს. მანო მიქაძე ასევე მოცეკვავეა - მას საკუთარი საბალეტო სტუდია აქვს. წყვილმა რამდენიმე დღის წინ, 19 აგვისტოს, მუროს დაბადების დღეზე იქორწინა და სტუმრებისთვის ერთობლივი ცეკვაც შეასრულა: მუროს და მანოს ,,ცეკვით შესრულებული სიყვარული “ - წერენ ფეისბუკზე. ვიდეომ უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.