"ახალი დასაწყისი" - ლუკა ნაჭყებია დაინიშნა: ვინ არის ცნობილი შეფის რჩეული - Marao

"ახალი დასაწყისი" - ლუკა ნაჭყებია დაინიშნა: ვინ არის ცნობილი შეფის რჩეული

2023-08-21 10:55:29+04:00

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს, "მასტერშეფის" ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია, ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მალევე შეიყვარა. ტელეეკრანზე ის განსაკუთრებული იუმორის გრძნობითა და უშუალობით გამოირჩევა, სამზარეულოში კი - პროფესიონალიზმითა და ინოვაციურობით.

ლუკა ნაჭყებია ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული, თუმცა ეს ურთიერთობა დასრულდა. ამჯერად კი ის სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს და წერს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო - ლუკა ნაჭყებია და მისი რჩეული, უმშვენიერესი ანუკა ჯორბენაძე, დაინიშნენ.