მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ნინო ჩხეიძის მეუღლე პროდიუსერი გიორგი კორახაშვილია. მათ ერთმანეთი 21 წლის ასაკში გაიცნეს და ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. წყვილს ერთი საერთო შვილი, მარიამ კორახაშვილი ჰყავს.
ამჯერად მომღერალმა იმიჯი შეიცვალა და ფოტოები გამომწერებს გაუზიარა. ფოტოებმა მომღერლის სოციალური ქსელის მეგობრების დიდი მოწონება დაიმსახურა.