მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილი ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ.
"…უთუოდ გული მოუვიდა, რატომ მე არა ვარო და 50 წლის შემდეგ ამქვეყნად ისევ გაჩნდა დაჩი… პატარა იოსელიანის დედა გავხდი… როცა კარგად გავიაზრებ, მერე უფრო მეტს მოგიყვებით. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ პირადი ზღაპრის გმირი მყავს" - წერდა ნუცა.
ამჯერად ოტია და ნუცა ზაფხულს ლეჩხუმში ატარებენ და ოჯახურ კადრებსაც აზიარებენ.
"ხომ არის მომენტი, რომ ფოტოებს უყურებ და არ გჯერა, რომ შენს თავს ხდება… ხოდამ ეგ ამბავია ახლა" - წერს ნუცა.


