თეონა თავართქილაძე ყოფილი დიზაინერი და Beauty and the Box-ის დამფუძნებელია. ის ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ბნელ 90-იანებში საზღვარგარეთ მიღებული ცოდნით შინ დაბრუნდა და დიზაინერ მაკა ასათიანთან ერთად ქართულ მოდის სფეროში საქმიანობა დაიწყო. ,,ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელოვნების სფეროში მინდოდა მუშაობა. მომწონდა სამოსის შექმნა და სწავლის გაგრძელებაც ამ ხაზით ვისურვე. სად შეიძლებოდა მესწავლა ყველაზე უკეთ ეს საქმე, თუ არა პარიზში, რომელიც ყოველთვის იყო ფლაგმანი მოდის სამყაროში. უცხო ქვეყანაში სწავლა არ იყო მარტივი, მაგრამ, როცა ძალიან გინდა რამე, აუცილებლად მიაღწევ“, - ამბობს თეონა თავართქილაძე.
სულ ცოტა ხნის წინ Forbs Woman Georgia და SOLO წარმოდგენით, ჯიმ ჯარმუშის ფილმის coffee and cigarettes ინსპირაციით შექმნილ ბლიც-ინტერვიუების სერიაში Coffee and Conversations-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც ყავის თანხლებით სილამაზესა და მის ფართო მასშტაბებზე ისაუბრა:
’’ბედნიერება ფერადია, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ემოციასთან დაკავშირებული“
’’სიყვარულიც სულ სხვადასხვა ფერია“