მარინა კახიანი ყველასთვის საყვარელი მსახიობია. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები 1974-76 წლებში მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა, 1980 წლიდან დღემდე კი იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ ხნის მანძილზე მან კინოსა თუ თეატრში არაერთი წარმატებული როლი შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.
ამჯერად მსახიობი თავისი წინასწარმეტყველური სიზმრის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვება:
„სანამ ჩემი მეუღლე გარდაიცვლებოდა, სიზმარი ვნახე – რუსთაველის პროსპექტზე მე და ჩემი შვილი მივრბოდით. პროსპექტი რაღაც უცნაურად მაღალზე იყო, სახლები კი მასთან შედარებით – დაბლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. უცებ მე ზურგში დამჭრეს. ავიყვანე ჩემი შვილი და დაჭრილმა გავაგრძელე სირბილი. ამ სიზმრიდან ზუსტად ერთ კვირაში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. აი, ასეთი სევდიანი სიზმარი ვნახე, რომელიც ამიხდა…" - ამბობს მარინა კახიანი.
