"იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ აყვავდა, რაღაც მნიშვნელოვანი აუცილებლად მოხდება... ოთხჯერ იყვავილა და ოთხივეჯერ ოჯახში ბავშვი გაუჩნდათ…“ - ნათია ფანჯიკიძე - Marao

"იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ აყვავდა, რაღაც მნიშვნელოვანი აუცილებლად მოხდება... ოთხჯერ იყვავილა და ოთხივეჯერ ოჯახში ბავშვი გაუჩნდათ…“ - ნათია ფანჯიკიძე

2023-08-24 10:51:28+04:00

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე უკვე არაერთი წელია, აქტიურად ეწევა პროფესიულ საქმიანობას და ის ჟურნალისტებისთვისაც საყვარელი რესპონდენტია. ნათია სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია და საკუთარ მოსაზრებებსა თუ რჩევებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხშირად აქვეყნებს.

ნათია ფანჯიკიძეს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ ძალიან უყვარს მცენარეები და მათი მოვლა, განსაკუთრებით კი, „სიყვარულის ხის“ აყვავების შემდეგ პოზიტიური ცვლილებების სჯერა. ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა:

„სიყვარულის ხე იმდენად მგრძნობიარეა, სწრაფად შეუძლია მოკვდეს და შემდეგ ისევ გაცოცხლდეს. იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ აყვავდა, რაღაც მნიშვნელოვანი აუცილებლად მოხდება. ჩემს დამხმარე ქალს სიყვარულის ხე დავუფესვიანე და ვაჩუქე. აყვავდა ერთხელ და შვილიშვილი შეეძინა. მოკლედ, ოთხჯერ იყვავილა და ოთხივეჯერ ოჯახში ბავშვი გაუჩნდათ…“, - თქვა ნათია ფანჯიკიძემ.