როგორ იქცნენ ყველასთვის საყვარელი ტყუპები მოდის ინდუსტრიაში საკულტო ფიგურებად - დები ოლსენების ისტორია - Marao

როგორ იქცნენ ყველასთვის საყვარელი ტყუპები მოდის ინდუსტრიაში საკულტო ფიგურებად - დები ოლსენების ისტორია

2023-08-24 14:58:50+04:00

წარმატებული კარიერა სულ რაღაც ერთი წლის ასაკში დაიწყეს. ყველასთვის საყვარელი ტყუპები, მერი-ქეით და ეშლი ოლსენები, თავიდანვე აიტაცა საზოგადოებამ. თავდაპირველად მსახიობების პოპულარობა სატელევიზიო შოუთი დაიწყო, შემდეგ კი კინოში გადაინაცვლა. ასაკის მატებასთან ერთად, მათი სტილიც მეტად დაიხვეწა, უნიკალური და განსხვავებული გახდა - კლასიკური და ყოველდღიური სამოსის იდეალური ნაზავი, განსაკუთრებული, იშვიათი ქსოვილები და მასიური აქსესუარები, მინიმალიზმი, რომელიც მუდამ მომხიბვლელია.

ტყუპებმა კინოინდუსტრიიდან მოდის სამყაროში გადაინაცვლეს, სადაც დააარსეს მაღალი კლასის ქალის ტანსაცმლის ბრენდი The Row.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ფაზა გაიარეს, იქნებოდა ეს გოთიკური სტილისადმი მიდრეკილება თუ მინიმალიზმი, ახალი ტენდენციების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

დები ოლსენების საკულტო მომენტების ფოტოებს მოდის ინდუსტრიაში, წითელი ხალიჩიდან ქუჩის სტილამდე, ფოტოგალერეაში დაათვალიერებთ: 

 

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ