მერლინ მონრო სიცოცხლეშივე გახდა სექს-სიმბოლო და დღემდე რჩება იდეალად ბევრი ქალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი ოცნებობდა ცოტათი დამსგავსებოდა ცნობილ ქერას, თავად კინოვარსკვლავი მთელი ცხოვრება საკუთარ კომპლექსებს ებრძოდა.
რცხვენოდა მაჯების გამოჩენა
მონრო ფიქრობდა, რომ მისი სხეული საკმარისად სრულყოფილი არ იყო. მაგალითად, ის დარწმუნებული იყო, რომ ძალიან ფართო მაჯები ჰქონდა. ამიტომაც, ფოტოების გადაღების დროს, ყოველთვის ცდილობდა მათ სხვადასხვა კუთხით მობრუნებას, რათა უფრო ვიწრო და მოხდენილი გამოჩენილიყო.
მას ეგონა, რომ დიდი ყურები ჰქონდა
ყურადღება მიაქციეთ, დიდების პიკზე მერილინი იშვიათად იკეთებდა გადაწეულ ვარცხნილობას. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სძულდა თავისი ყურები და ისინი ძალიან დიდიად მიაჩნდა. ამიტომ, ვარსკვლავი ყურების თმით დაფარვას ცდილობდა.
მან ნიკაპის ფორმა შეიცვალა
არსებობს თეორია, რომ კარიერის დასაწყისში მონრომ გაგონა, კასტინგის დირექტორმა მას „ქალი ნიკაპის გარეშე" უწოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ყბის ხაზი ძალიან რბილი და გლუვი იყო.
ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა მაიკლ გურდინმა თავის ჩანაწერებში აღნიშნა, რომ მონროს ნიკაპის გადიდების ოპერაცია მსხვილფეხა რქოსანი ხრტილის გამოყენებით 1950 წელს ჩაუტარდა. ქირურგის თქმით, ხრტილმა დროთა განმავლობაში დაშლა დაიწყო.
ჩუმად ლაპარაკობდა, რომ მეტყველების პრობლემა დაემალა
მონრო ბავშვობიდან ებრძოდა ენის ბორძიკს. ერთხელ მეტყველების თერაპევტმა ასწავლა მეტყველების გუტურალური სტილის გამოყენება დეფექტის დასაძლევად. თუმცა, სიცოცხლის ბოლო წლებში დეფექტი მაინც დაბრუნდა.
მონროს არ მოსწონდა თავისი ცხვირი
ზოგიერთი ცნობით, მერილინმა გაიკეთა მცირე რინოპლასტიკა, მაგრამ სხეულის საძულველი ნაწილის შემცირების შემდეგაც კი, მაინც უკმაყოფილო იყო. მისი ყოველდღიური სილამაზის რიტუალი აუცილებლად მოიცავდა კონტურს, რათა მისი ცხვირი უფრო ვიწრო გამოჩენილიყო.