"ზღაპრული, ნიჭიერი და გამორჩეული დები" - მსოფლიოს წამყვანი კლასიკური მუსიკის არხი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილისა და მისი დის, გვანცას ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"ზღაპრული, ნიჭიერი და გამორჩეული დები" - მსოფლიოს წამყვანი კლასიკური მუსიკის არხი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილისა და მისი დის, გვანცას ვიდეოს აქვეყნებს

2023-08-25 13:29:26+04:00

ხატია ბუნიათიშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია. ხატიას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კი მუდმივად არსებობს.

ამჯერად  medici.tv "ინსტაგრამზე" ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხატია დასთან, გვანცა ბუნიათიშვილთან ერთად ასტორ პიაცოლას ლიბერტანგოს ასრულებს.