ნიკოლა ჯოსი ცნობილი კოსმეტოლოგია. მის კლიენტებს შორის არიან სასექსის ჰერცოგინია, ჯენიფერ ლოპესი და ქეით მოსი.
ქორწილის წინ მიცემულ ინტერვიუში მეგან მარკლმა თქვა, თუ როგორ ახერხებს ლოყების აწევას და ნიკაპის ხაზის კარგი ფორმის შენარჩუნებას. მისი თქმით, ეს ყველაფერი სახის ვარჯიშების დამსახურებაა.
„სახის ვარჯიშებს ვაკეთებ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სპეციალისტთან, ნიკოლა ჯოსთან, რომელიც სიტყვასიტყვით გამოძერწავს შენს სახეს“,- თქვა მეგანმა. „ვფიცავ, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ეს ნამდვილად მუშაობს.“
აღმოჩნდა, რომ ნიკოლას ვარსკვლავური კლიენტების ერთ-ერთი საყვარელი სილამაზის პროცედურა არის ბუკალური მასაჟი.
ბუკალური მასაჟი არის ფრანგი ბიოქიმიკოსისა და კოსმეტოლოგის ჯოელ სიოკოს მიერ შემუშავებული ტექნიკა. ამ პროცედურის ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ტარდება როგორც პირის ღრუს გარეთ, ასევე შიგნით. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, სრულიად უსაფრთხოა. სხვათა შორის, სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან bucca - "ლოყა".
ასეთი მასაჟი ხელს უწყობს სახის და საღეჭი კუნთების გულდასმით დამუშავებას. პროცედურა ძირითადად მიმართულია ლოყების, ნიკაპისა და ტუჩებისკენ. მასაჟის შემდეგ შედეგი ყველა გაგებით თვალსაჩინოა, ამიტომ მას ხშირად არაქირურგიულ ლიფტინგს უწოდებენ. რა თქმა უნდა, ასეთი პროცედურის დროს მოდუნება ადვილი არ არის – მოძრაობები საკმაოდ ინტენსიურია.