"ორი კაშკაშა ვარსკვლავი" - ნინი შერმადინი დუბაიდან ნუცა ბუზალაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს - Marao

"ორი კაშკაშა ვარსკვლავი" - ნინი შერმადინი დუბაიდან ნუცა ბუზალაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

2023-08-28 12:18:17+04:00

მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა ის მონაწილეობას არაერთ პოპულარულ მუსიკალურ შოუში იღებდა. მას შემდეგ ნინის კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ნინი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და, პარალელურად, მუსიკისთვისაც ხშირად იცლის.

ამჯერად ნინი დუბაიში იმყოფება, სადაც ნუცა ბუზალაძეს შეხვდა: „შემთხვევითი, საოცარი სიურპრიზი, შევხვდი ჩემს გოგოს დუბაიში“. – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.