სანდრა რულოვსი ყოფილ მეუღლესთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

სანდრა რულოვსი ყოფილ მეუღლესთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2023-08-28 13:10:06+04:00

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი, სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. ფოტოზე ის მეუღლესა და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთადაა. როგორც სანდრა წერს, ფოტო კიევში 2017 წელსაა გადაღებული. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, სანდრა რულოვსი ხშირად აქვეყნებს ყოფილი მეუღლის მხარდამჭერ პოსტებს. ის რამდენჯერმე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთანაც იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს ორი შვილი - ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავთ. ქვეყნის დატოვებისა და პოლიტიკური საქმიანობის უკრაინაში გაგრძელების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილსა და ქართველ მუსიკოსს, სოფო ნიჟარაძეს შვილი შეეძინათ, რომელსაც ელის-მარია დაარქვეს.

მოგვიანებით კი, საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინელ დეპუტატ ლიზა იასკოსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

"ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას" - წერია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ "ფეისბუკგვერდზე". ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინფორმაცია მისი და ლიზა იასკოს საერთო შვილის, ჟასმინის შესახებ გავრცელდა.