Apple TV სტრიმინგის სერვისი 20 სექტემბერს გამოუშვებს დოკუმენტურ ფილმს The Super Models. როგორც სათაურიდან მიხვდით, ის სუპერმოდელების ფენომენს დაეთმობა. ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კრისტი ტურლინგტონი და ლინდა ევანგელისტა საკუთარ ისტორიებს მოჰყვებიან.
ტერმინი „სუპერმოდელის“ წარმოშობა გაუთავებელ დებატებს იწვევს. ის პრესაში ჯერ კიდევ 80-იან, 70-იან, 60-იან და ორმოციან წლებშიც კი გამოჩნდა: ასე ეძახდნენ მათი დროის ყველაზე წარმატებულ და მაღალანაზღაურებად მოდელებს. მაგრამ ჩვეულებრივი გაგებით, ამ სიტყვის გამოყენება დაიწყო მხოლოდ 90-იან წლებში, როდესაც მოდელები გახდნენ ისეთივე ვარსკვლავები, როგორც ჰოლივუდის მსახიობები ან პოპულარული როკ-მუსიკოსები.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ დაასახელოს სუპერმოდელების ფენომენის ზუსტი "დაბადების თარიღი": ასეთი რამ სპონტანურად ჩნდება. თუმცა გარდამტეხი მომენტი ასე თუ ისე იყო ბრიტანული Vogue-ის 1990 წლის იანვრის ნომრის გამოშვება, რომელზე გამოსახული ქალები თაობის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები გახდნენ მომდევნო 10 წლის განმავლობაში: ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტურლინგტონი, სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი და ტატიანა პატიცი.
გოგონებს მეტსახელად "დიდი ხუთეული" შეარქვეს, რომელსაც მოგვიანებით კლაუდია შიფერი შეუერთდა. შემდგომში სტეფანი სეიმურს, ჰელენა კრისტენსენს, კეიტ მოსს, იასმინ გაურის, სტელა ტენანტს, კარლა ბრუნის და კრისტენ მაკმენის ასევე სუპერმოდელებს უწოდებდნენ.
ეს იყო ხანმოკლე, მაგრამ საოცრად ნათელი ეპოქა. 30 წლის შემდეგ ისინი კვლავ მოთხოვნად მოდელებად რჩებიან - ამის დასტურია ბრიტანული და ამერიკული Vogue-ის სექტემბრის გამოშვება.