ნანუკა გულუამ და კახაბერ კაშიამ გასული წლის სექტემბერში იქორწინეს, თუმცა ოფიციალური ცერემონია ქუთაისში გაიმართა. წყვილმა ჯვარი ბაგრატის ტაძარში დაიწერა.
ნანუკამ ქორწინება მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნა და ფეხმძიმე თეთრ საქორწინო კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. წყვილს ერთი შვილი, ნინა ჰყავს. უსაყვარლესი პატარა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და კომპლიმენტებსაც ხშირად იმსახურებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნანუკა მეორე შვილს ელოდება.
ამჯერად ნანუკა პატარა ნინას დაბადების დღეს ულოცავს:
"მეშინია ზედმეტი ხატოვანი სიტყვების... უბრალოდ ვიტყვი, რომ 29 აგვისტოს დავიბადე მეც! ამ დღიდან მთელი წელია ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მოსიყვარულე, კეთილი შვილის დედა ვარ! ღმერთო, სულ ნინასთან იყავი, გევედრები!" - წერს ნანუკა გულუა.