ლევან წულაძის მეუღლე მანანა კოზაკოვა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მეუღლესთან ურთიერთობაზე საუბრობს:
„ლევანი ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის ამოწურული, ამიტომ სულ ფორმაში ვარ. ვცდილობ, მასთან არ შევრცხვე, მობილიზებული ვიყო, მეტი ვიფიქრო და განვვითარდე. ვთვლი, რომ მამაკაცი სამყაროს მამოძრავებელი ძალაა. ჩვენს ურთიერთობაში სხვადასხვა ეტაპი იყო, სირთულეები, დაბრკოლებები გვქონდა, მაგრამ გადავლახეთ…“ - ამბობს მანანა კოზაკოვა.

