„ჩემს ანეს გაუმარჯოს! გილოცავ, ჩემო მაგარო ადამიანო, ჩემო სილამაზევ, ჩემო იმედო" - გიორგი ჭოხონელიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს - Marao

„ჩემს ანეს გაუმარჯოს! გილოცავ, ჩემო მაგარო ადამიანო, ჩემო სილამაზევ, ჩემო იმედო" - გიორგი ჭოხონელიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

2023-09-01 11:34:11+04:00

გიორგი ჭოხონელიძე, რომელსაც ძმასთან, ლუკასთან ერთად ხშირად "ჭოხოებად" მოიხსენიებენ, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსის, ნატო გელაშვილის შვილია. გიორგი თავადაც ამ სფეროში საქმიანობს და მსმენელს ხშირად ანებივრებს საკუთარი შესრულებით. გიორგიმ ოჯახი გასულ წელს შექმნა, მისი რჩეული უმშვენიერესი ანეტა ნიკურაძეა. წყვილს სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ბიძის, ლუკას სახელი დაარქვეს.

ამჯერად ანეტა ნიკურაძე იუბილარია - გიორგი მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს. 

„ჩემს ანეს გაუმარჯოს!

ანე, გილოცავ, ჩემო მაგარო ადამიანო, ჩემო სილამაზევ, ჩემო იმედო, მოტივატორო, ცოლო, შეყვარებულო, მეგობარო, სიყვარულო და ა.შ. დაუმთავრებლად შემიძლია, ჩამოვწერო. მიყვარხარ გულში. მინდა, სულ ბედნიერს გხედავდე.“ – წერს გიორგი ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში.