ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ შემოდგომა საუკეთესო სეზონია! არის ამ სეზონში რაღაც განსაკუთრებულად მომნუსხველი.
ალბათ, გასაკვირი არც არის, რამდენმა რეჟისორმა აღბეჭდა ფილმებში ეს შესანიშნავი სეზონი, ფერადი ფოთლებით, ცხელი სასმელებით და განსაკუთრებული რომანტიკული სიუჟეტებით. სწორედ ამიტომ, შემოდგომის შემოსვლასთან ერთად, კინომანებისთვის და არამარტო მათთვის, საუკეთესო ატმოსფეროს შესაქმნელად გთავაზობთ საუკეთესო ფილმების სიას, რომლებიც ამ გარემოს ყველაზე მეტად უხდება:
სიის სათავეში ადგილს 1989 წლის ფილმი "როცა ჰარი შეხვდა სალის" იკავებს. ეს არის რომანტიული კომედია მეგობრებზე, ისინი მუდამ მზად იყვნენ ერთმანეთის დასახმარებლად, მაგრამ ცხოვრებამ მათი ერთმანეთისგან დაშორება გადაწყვიტა, ბედისწერის წყალობით კი, კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და ყველაფერი თავიდან იწყება.
ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელიც შემოდგომის ნიუ-ორკში ვითარდება ახალგაზრდა ქალის, რომელიც მძიმე სენს ებრძვის და შუახნის მამაკაცს შორის.
მიჰყევით ამელის წარმოსახვით სამყაროში, რელურისა და არარეალურის ფეხდაფეხ, იმ უცნაურ ადამიანებთან და მათ ისტორიებთან ერთად, რომელებიც შემოდგომის ჰარიზში ხვდება. ფილმის ნახვა, გასაოცარი მხატვრული ღირებულების, მუსიკალური გაფორმებისა თუ ხედების გარდა, საინტერესო ისტორიების გამოც ღირს, რომელებიც დროის საინტერესოდ გატარებას გპირდებათ.
მიჰყევით ბოჰემური ხელოვნების ისტორიის მასწავლებელს კეტრინ უოტსონს, რომელიც გადადის დასავლეთ სანაპიროდან, რათა დასაქმდეს პრესტიჟულ აღმოსავლეთ სანაპიროზე, უელსლის კოლეჯში, ქალთა სკოლაში. შემოდგომის ფერებითა და ძველი სამყაროს ხიბლით მდიდარი უოტსონი ეჭვქვეშ აყენებს მისი სტუდენტების 1950-იანი წლების წარმოდგენებს ხელოვნების ბუნებისა და ასევე მათი დანიშნულების შესახებ და ამ პროცესში თავადაც იცვლება .
შემოდგომა და მასაჩუსეთსი, ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული ვარსვლავები, საკულტო ფილმი სიყვარულზე 50 წელზე დიდ დროს ითვლის და მელოდრამის მოყვარულებში დღემდე პირველ ადგილს იკავებს.
ეს მულტფილმი აუცილებლად დაიპყრობს ოჯახის ნებისმიერი წევრის გულს, განურჩევლად ასაკისა! შემოდგომა, ჰელოუნი და განუმეორებელი ჩარლი ბრაუნი! იდეალური საშემოდგომო კომბინაციაა.
თავისუფლებისმოყვარე სარას აქვს ერთი თვე, არც მეტი, არც ნაკლები, რომ შეცვალოს ეგოცენტრული, შრომისმოყვარე ნელსონის ცხოვრება. როცა დამშვიდობების დრო დგება, ორივე აღმოაჩენს, რომ მათ განშორება არ სურთ.
ვეს ანდერსონის იდელური ანიმაცია შემოდგომის განწყობას აუცილებლად შეგიქმნით, ეგოცენტრულ, თავისუფლების მოყვარულ მელიაზე და ცხოვრებისეულ თავგადასავლებზე. ანდერსონი, შემოდგომა და განსაკუთრებული ფერთა გამა აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულებს.
საშემოდგომო სეზონის იდელური დასაწყისია. თუ ჯერ კიდევ არ ხარ პოტერჰედი, შეგიძლია ახლა დაიწყო, წინ დიდი სიამოვნება გელოდება.
მეთ დეიმონისა და რობინ უილიამსის ტანდემი ნამდვილად დიდ შტაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. სიუჟეტი, რომელიც ვითარდება ლამაზ კემბრიჯში, მასაჩუსეტსში, ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და მელანქოლიურ განწყობას შეგიქმნით.
მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე დაბადებული ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელიც მარტოობის წლების შემდეგ ხვდება მამაკაცს, ნამდვილად დიდ ემოციებს აღძრავს მაყურებელში. მოკალათდით მარტო, პარტნიორთან ან მეგობრებთან ერთად და ისიამოვნეთ!
გენიალური ენტონი ჰოფკინის შესრულებით, ფედერალური ბიუროს სტაჟორი, კლარისა სტარლინგი რისკავს, შევიდეს მკაცრად იზოლირებულ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც მანიაკ კაციჭამიად ქცეული ფსიქიატრის, ჰანიბალ ლექტერის დაავადებული გონება უნდა შეისწავლოს. სტარლინგს მინიშნებები სჭირდება, რაც სერიული მკვლელის დასაჭერად უნდა გამოიყენოს. საუბედუროდ, სტარლინგის ეს "ეშმაკთან გარიგება" ლექტერის გაქცევით დასრულდება. ამიერიდან, ორი ფსიქიურად დაავადებული მკვლელი დადის თავისუფალად.
ჯიმ ჯარმუშის შედევრი, მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან საუკეთესო ვარიანტი მათთვის, ვინც მისტიკით, ვამპირებით, საუკუნეთა საიდუმლოებებით, ხელოვნებით და მაგიური სიყვარულის ისტორიითა გატაცებული.
საინტერესო, მომნუსხველი ფილმების სია უკვე გაქვთ იდეალური შემოდგომის საღამოს საინტერესოდ გასატარებლად, ამიტომ მოამზადეთ მყუდრო გარემო და ისიამოვნეთ!
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ