ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძეა. ზაზამ და თიკამ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს, თიკა 19 წლის იყო, ზაზა – 24-ის. თიკა "სუხიშვილების" მოცეკვავე გახლდათ, მაგრამ კარიერა აღარ გაუგრძელებია. ერთმანეთი კონცერტზე გაიცნეს.
თორნიკე შენგელია 22 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილი სალომე ჯუღელია. წყვილმა ერთმანეთი სწორედ ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის ბავშვის ნათლობაში გაიცნო. სალომე მოდელი იყო, თუმცა დაოჯახების შემდეგ პროფესიულ საქმიანობაზე უარი თქვა და დროს მთლიანად ბავშვების აღზრდას უთმობს.
ამჯერად თიკამ ახალი ფოტო გაგვიზიარა, სადაც ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია მეუღლეებთან ერთად არიან აღბეჭდილი.