მუსიკოსსა და შემსრულებელს, ნატო გელაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე არაერთი წელია, რაც ტელეეკრანსა თუ სცენაზე აქტიურად ჩანს. ბოლო დროს კი ის სულ უფრო ხშირად ჩნდება შვილებთან, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებთან ერთად. ძმები, დედის მსგავსად, მუსიკალური ნიჭით გამოირჩევიან და მათ დუეტს „ჭოხოებსაც“ კი უწოდებენ.
ამჯერად ნატო გელაშვილმა შვილებთან ერთად ბათუმში კონცერტი გამართა, სადაც ყველასთვის საყვარელი ჰიტები იმღერეს.