პრინცესა დიანა 1997 წლის აგვისტოს ბოლოს გარდაიცვალა და ამ სამწუხარო მოვლენამ მილიონობით ადამიანი შოკში ჩააგდო. სამეფო ბიოგრაფმა პენი ჯუნიორმა თავის წიგნში „ფირმა“, რომელიც უინძორის ოჯახის ისტორიას ეძღვნება, აღწერა საბედისწერო დღე, როდესაც სამწუხარო ამბავმა ბუკინგემის სასახლეს მიაღწია.
ჯუნიორის ცნობით, სამწუხარო ამბის გაგონებაზე ჩარლზმა თქვა: "ყველაფერს მე დამაბრალებენ, არა? მსოფლიო გაგიჟდება. ისეთი რეაქციების წინაშე აღმოვჩნდებით, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. და ამას შეუძლია მონარქიის განადგურება“.
ჩარლზის სიტყვები, გარკვეულწილად, წინასწარმეტყველური გამოდგა: ხალხის რჩეულის გარდაცვალებაზე რეაქცია მართლაც მასშტაბური იყო. როგორც ჩანს, დიდ ბრიტანეთში არ არსებობდა ადამიანი, რომელიც გულგრილი დარჩებოდა „ადამიანთა გულების დედოფლის“ გარდაცვალების მიმართ.