ითვლებოდე ყველა დროის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად და ასევე სპორტსმენად, არცთუ ისე მარტივად მისაღწევი სტატუსია. სერენა უილიამსმა კი ეს შეძლო და რევოლუცია მოახდინა ქალთა ჩოგბურთში 90-იანი წლებიდან.
17 წლის ასაკში მოიგო დიდი სლემის პირველი ტურნირი. ამერიკის ღია პირველობის ფინალში ახალგაზრდა ამერიკელმა ჩოგბურთელმა მარტინა ჰინგისი დაამარცხა და სწორედ აქედან დაიწყო სერენა უილიამსის ეპოქა მსოფლიო ჩოგბურთში. მამა რიჩარდ უილიამსია. სწორედ მან დაგეგმა დების, ვინუს და სერენა უილიამსების კარიერა. სერენა და ვინუსი ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც მამამ კორტებზე მიიყვანა.
იბრძოდა არა მარტო კორტებზე მოწინააღმდეგის დასამარცხებლად და ტიტულების მოსაგებად, არამედ ისეთი გლობალური პრობლემების წინაშე, როგორებიც სექსიზმი და რასიზმია. სწორედ ამის გამო არაერთი დაპირისპირება ჰქონია მსაჯებთან კორტებზე რასისტული შეძახილების დროს. სპორტში უამრავი მიუხედავად, ბავშვობის ოცნებაზე, ყოფილიყო დიზაინერი, ,უარი არ თქვა და დღეს ტანსაცმლის და ფრჩხილის მოვლის ხაზს ფლობს. კარიერის მანძილზე თანამშრომლობდა ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიცაა: Nike, Audemars Piguet, Away, Beats, Bumble, Gatorade, Gucci, Lincoln, Nintentdo, Wilson და სხვ.
"დავიღალე ქალებთან თამაშით, ამით სიამოვნებას არ ვიღებ; თუ შანსი მომეცემა, დარწმუნებული ვარ, რომ კაცების დამარცხებაც შემიძლია"
14 წლის ასაკში, სწორედ მაშინ, როდესაც მისი თანატოლები დროს გართობას უთმობდნენ, ის დაუღალავად ვარჯიშობდა და შრომობდა. სწორედ ამ დროს შედგა სერენას დებიუტი პროფესიონალურ სპორტში და დაიკავა საკუთარი ადგილი პლანეტის უძლიერესი ჩოგბურთელების რიგებში. მან, ფაქტობრივად, გაანადგურა ისეთი ძლიერი მეტოქეები, როგორებიც მონიკა სელესი და მარი პირსი იყვნენ, რომლებიც თამაშობდნენ მკვეთრად, ძლიერად და გააზრებულად. 1998 წელს სერენა დაუპირისპირდა მამაკაც ჩოგბურთელებს და განაცხადა, რომ მას შეეძლო მათ დონეზე თამაში. კარსტენ ბრაშმა, ცნობილმა სპორტსმენმა, სერენა სათამაშოდ მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში სერენა დამარცხდა, თავი არასდროს დაუხრია, კვლავ სჯეროდა, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ და განაგრძო კარიერული წინსვლა.
აფროამერიკელმა უილიამსმა და მისმა დამ დიდი გავლენა მოახდინეს ჩოგბურთის სამყაროზე. გარდა მათი შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებისა, დების ფერადი სამოსი, მოდური სტილი, თამამი განცხადებები მუდამ იპყრობდა მედიის ყურადღებას. ისინი ასპარეზობდნენ ერთად და მოიგეს 14 დიდი სლემის ტიტული წყვილებში. მათ მოიპოვეს ოქრო 2000, 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.
„მოედანზე მე ვარ სერენა უილიამსი, ცხოვრებაში კი - უბრალოდ სერენა. ეს ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია. მე თვითონ მეშინია იმის, რასაც ვაკეთებ მოედანზე. ვინც ჩემთან მოდის, მეუბნება, რომ ჩემთან საუბრის ეშინოდათ, უხეში და საშინელი ადამიანი ვეგონე. სინამდვილეში კი, ძალიან მხიარული და მშვიდი ვარ".
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მას ამ მხრივ დიდად არ უმართლებდა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩოგბურთელი ხვდებოდა ამერიკელ ფეხბურთელ კიშონ ჯონსს, რეჟისორ ბრეტ რატნერს და სხვა წარმატებულ მამაკაცებს, იქამდე, სანამ ცხოვრების მთავარი ადამიანი არ იპოვა. 2016 წელს ჩოგბურთის ლეგენდამ ისაუბრა თავის ქორწილზე ალექსის ოჰანიანთან, Reddit-ის დამფუძნებელთან. 2017 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ წყვილი ბავშვს ელოდებოდა და სერენა გარკვეული დროით კორტებზე აღარ იქნებოდა. სექტემბერში სერენას შეეძინა ქალიშვილი, სახელად ოლიმპია. მიუხედავად რთული მშობიარობისა, რვა თვეში ისევ დაბრუნდა და არაერთი შესანიშნავი სანახაობა შესთავაზა ჩოგბურთის მაყურებლებს.
ჩოგბურთის ლეგენდამ 2022 წელს განაცხადა, რომ ტოვებდა სპორტს და გადადიოდა ცხოვრების ახალ ეტაპზე. კარიერაში 73 ინდივიდუალურ და 23 წყვილთა ჯილდოს ფლობს. მხოლოდ კორტზე სერენა უილიამსს 94 მილიონი აშშ დოლარი აქვს გამომუშავებული.
„არასდროს მომწონდა სიტყვა პენსიაზე გასვლა. შესაძლოა, ჩემი გადაწყვეტილების აღსაწერად საუკეთესო სიტყვა – განვითარებაა. მე ჩოგბურთისგან შორს მივდივარ, მიმართულებისკენ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ